თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის
და განვითარების
კავკასიური ინსტიტუტის
რეგიონული განვითარებისა
და ადგილობრივი
თვითმმართველობის რესურს ცენტრში შესაძლებლობა გეძლევათ
გაეცნოთ ვაცლავ
ჰაველის წიგნს: "გთხოვთ,
მოკლედ".
წიგნი
ეხებს ვაცლავ
ჰაველის მოღვაწეობას ხავერდოვანი რევოლუციიდან (1989) მეორე
ვადით პრეზიდენტობის
დასრულებამდე (2003), ანუ სოციალისტური ქვეყნის დემოკრატიზაციასა
და ღია საზოგადოების მშენებლობის
ხანას. წიგნი
ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. ავტორი
საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს, მისი აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტი,
ურთიერთობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის,
პარტიებისა და ფართო საზოგადოების როლი პოლიტიკურ ცხოვრებაში
ანუ როგორი
უნდა იყოს იდეალური დემოკრატია
და სამოქალაქო
საზოგადოება.
წყარო:
ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში