en
ge

„მითების დეტექტორის” ლაბორატორიის სასწავლო კურსი მედიაწიგნიერებაში

თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF), „დოიჩე ველე აკადემიის" (DWA), მხარდაჭერით, იწვევს ახალგაზრდებს „მითების დეტექტორის ლაბორატორიაში” მედიაწიგნიერების სასწავლო კურსში მონაწილეობის მისაღებად.
„სასწავლო კურსი კვირაში ერთჯერ, შაბათობით, 3,5 თვის განმავლობაში ჩატარდება. შერჩეული აპლიკანტები ასევე გაივლიან სტაჟირებას „მითების დეტექტორის” ვებ-გვერდზე, სადაც კურსის განმავლობაში მომზადებული საუკეთესო მასალები გამოქვეყნდება, ხოლო გამოქვეყნებული მასალების ავტორები 50 ევრომდე (დასაბეგრი თანხის ეკვივალენტი ლარებში) ჰონორარს მიიღებენ.
კურსის ბოლოს პროგრამის მონაწილეებს გადაეცემათ MDF-ისა და DWA-ს სერტიფიკატები, ხოლო ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მონაწილე DWA-ს ან მისი პარტნიორის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო მედია ღონისძიებაზე გაემგზავრება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.mdfgeorgia.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)