თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წერილს, რომელიც მან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯეიმს ბეიკერს მისწერა.
„IDFI განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცულიდა განსაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნებას და ამჯერად პირველად აქვეყნებს ზვიად გამსახურდიას, 1991 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ წერილს, რომელიც გაეგზავნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯეიმს ბეიკერს. ოფიციალური წერილი პასუხია იმ კრიტიკაზე და ბრალდებებზე რომლსაც თეთრი სახლის ადმინისტრაცია გამოთქვამდა პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ. ასევე სავარაუდოდ, პრეზიდენტ გამსახურდიას მიმართვა არის პასუხი შეერთებული შტატების იმ საპროტესტო ნოტაზე (დემარშზე), რომელიც 1991 წლის 23 ნოემბერს ჩაბარდა საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს მოსკოვში და სადაც საუბარი იყო საქართველოში არსებულ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაზე (ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ ოსეთში)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge