en
ge

EMC მოხის საჯარო სკოლის საქმეზე შიდა აუდიტის დასკვნას ასაჩივრებს

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოხის საჯარო სკოლის მუსლიმი მოსწავლის, თ. ბერიძის სახელით განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, როგორც ზემოდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შიდა აუდიტის დეპარტამენტის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
„EMC მიიჩნევს, რომ განმცხადებლების მტკიცებულებებით დადასტურებული ქმედება როგორც მინიმუმ წარმოადგენდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე განმცხადებლის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას. მეტიც, სამინისტროს წინაშე EMC-ის მიერ წარდგენილი სხვა ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის, დირექტორის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ღია ცის ქვეშ ლოცვის აკრძალვა, დეკემბერში განვითარებული მოვლენების შემდეგ მე-12 კლასისთვის მოსამზადებელი დამატებითი გაკვეთილების გაუქმება) აკმაყოფილებს დისკრიმინაციული შევიწროების დადგენის წინაპირობებს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)