თბილისი. Media Checker - მედია მედიისთვის აქვეყნებს თამარ კურატაშვილის ბლოგპოსტს: „სინდისის ტერმინატორი”.
„ამ ამბავში ცუდი ისაა, რომ ვერასდროს გაიგებ, ვის მოუვიდა თავში შენი „მოკვლა", რადგან ავტორები თავიანთ სახელ-გვარს არასოდეს აწერენ. მსგავს ნიუსებზე პასუხისმგებლობას არასდროს არავინ იღებს, რადგან თავადაც ხვდებიან, რომ ამ საქმიანობაში საამაყო არც არაფერია. პირიქით, ახარებთ კიდეც ის ამბავი, რომ ავტორის ვინაობა არასდროს არავისთვის გახდება ცნობილი, რაც მათში კიდევ უფრო მეტ გამბედაობას ბადებს. კვირაში ერთი ასეთი სენსაცია ყველა ამ ონლაინ ქსელში გაბმული ადამიანის მკვებავი ხდება”, ნათქვამია სტატიაში.
წყარო: mediachecker.ge