en
ge

მსჯელობა აქტუალურ საკითხებზე

შიდა ქართლი. 7 თებერვალს, გორის დემოკრარიული ჩართულობის ცენტრში, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ანდრო ბარნოვი შეხვდა ადგილობრივი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მედიის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიმდინარეობისას გუბერნატორი ცდილობდა გაცნობოდა თითოეულ ორგანიზაციას, მის ინტერესის სფეროს, წარმატებებს და არსებულ პრობლემებს და იმართებოდა მსჯელობა განსაკუთრებით აქტუალურ საკითხებზე: გენდერული პრობლემები, დევნილთა საკითხები, სამსახურებიდან გათავისუფლებული მოქალაქეები (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროს).
აღნიშნული განხილვების მიზანს, გუბერნატორის თქმით, წარმოადგენდა მისი ინტერესი, იცოდეს რა რესურსები არსებობს ამჟამად გორში და როგორ დააკავშიროს მან სერვისების მიმწოდებლები როგორც დონორ ორგანიზაციებთან, ასევე სერვისების მიმღებებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა დრო დაუთმო სხვადასხვა ელექტრონული და ბეჭდვითი მედიების წარმომადგენლების შეკითხვებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)