აჭარა. ასოციაცია „ღირსეული სიბერის" ქალთა კლუბის წევრებმა და მოხალისეებმა კულტურულ-ისტორიული ტურები დაგეგმეს.
„ამჯერად ხანდაზმულთა ჯგუფი სოფელ ზენითში ელინისტური პერიოდის საწნახელსა და ადრე შუასაუკუნეების თეთროსნის ეკლესიას ეწვია. კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მათ შესაბამისი ინფორმაცია ქობულეთის მუზეუმის დირექტორმა მიაწოდა.
ტურში სოფელ ჭახათის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილებდნენ. აქტივობები მიმდინარეობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კოალიციური პროექტის „ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში" ფარგლებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში