თბილისი. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაცემა „პირადი ექიმი – მარი მალაზონიას” წამყვანმა მარი მალაზონიამ დაარღვია ქარტიის მერვე პრიციპი.
„განმცხადებელი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)” სადავოდ ხდიდა 2017 წლის 27 იანვარს გასულ გადაცემას, როდესაც წამყვანმა მარი მალაზონიამ პირდაპირ ეთერში გააშიშვლა ბავშვი და სტუდიაში მოწვეული პედიატრების დახმარებით მაყურებელს აჩვენა თუ როგორ გამოიყურებოდა ბავშვის დეფორმირებული გულ-მკერდი.
საქმის განხილვას როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ესწრებოდა. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com