თბილისი. 1 აპრილს, კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საბჭოს წარმომადგენლები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მედიის წარმომადგენლების დაინტერესება ბავშვთა და ახალგაზრდების კეთილდღეობის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე, მედიის როლის გააზრება ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პროცესში.
წევრმა ორგანიზაციებმა ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები მედიის წარმომადგენლებს კოალიციის შესახებ ესაუბრნენ, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა დასახეს. ასევე, დაიგეგმა საველე ვიზიტები მომსახურებების მიმწოდებელ ორგანიზაციებში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com