თბილისი. 27 ნოემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა, რომელიც პერიოდულად იკრიბება და სწავლობს განაცხადებს.
„კომისიის მუშაობის შესახებ მოყვანილი სტატისტიკა ცხადად აჩვენებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არასაკმარის და არაეფექტიან პოლიტიკას უსახლკარო ჯგუფებთან მიმართებით. ხოლო მერიისათვის მოქალაქეთა მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელი და ის ფაქტი, რომ განხილული განცხადებების თითქმის ნახევარი უსახლკარო პირის სტატუსისათვის დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უსახლკარობის პრობლემის სისტემურობას უსვამს ხაზს.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ კომისია ვერ ახერხებს განცხადებების დროულად შესწავლას და ადეკვატურად რეაგირებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გევრდზე.
წყარო: emc.org.ge