იმერეთი. 8 თებერვალს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლებისათვის ფოტო სკოლის მორიგი შეხვედრა ჩატარდა. ფოტო სკოლა ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრტში №7 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივით დაარსდა, რომელშიც გაერთიანდა ქუთაისის პროგრამის სამიზნე სკოლების ფოტოგრაფიით დაინტერესებული მოსწავლეები.
შეხვედრაზე მსმენელებმა მიიღეს ინფორმაცია მხატვრული ფოტოს, პორტრეტის, ახალი ამბის და ფარული გადაღების შესახებ. ასევე გაეცვნენ ფოტოგრაფიის ისტორიას და ცნობილი ფოტოგრაფების ცხოვრებას.ფოტო სკოლის მსმენელები მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ფოტო კონკურსში.
წყარო: kedec.ge