თბილისი. 5 აპრილს, თბილისში გაიმართა OGP-ის სამდივნოს დირექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის დირექტორის შეხვედრა საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, თბილისის მერიის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„შეხვედრამ შესაძლებლობა მისცა OGP-ის პროცესში ეროვნულ დონეზე ჩართულ ყველა მხარეს ერთობლივად განეხილათ საქართველოს ხედვა, გეგმები და მოლოდინები 2017 წლის ოქტომბრიდან საქართველოს OGP-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge