en
ge

ზუგდიდში არასამთავრობოებს ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შეხვდა

სამეგრელო. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეს მამუკა ცოტნიაშვილს 8 თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვდნენ. დევნილებისთვის ალტერნატიული ფართის მოძიებასა და სხვა საკითხებზე კითხვები მინისტრის მოადგილეს „დევნილი ქალები საკუთარი უფლებებისთვის“ და „დევილთა კავშირის“ წარმომადგენლებმა დაუსვეს. მამუკა ცოტნიაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართით ზუგდიდში მცხოვრები 320 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. ზუგდიდში მოქმედი  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და მამუკა ცოტნიაშვილი შეთახმდნენ, რომ მსგავსი შეხვედრები აფხაზეთიდან დევნილების პრობლემების მოგვარების მიზნით ხშირად გაიმართება.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)