სამცხე-ჯავახეთი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ბაკურიანში ჟურნალისტებისთვის ტრენინგებს მართავს ტრენინგის თემატიკაა: საკუთრების უფლებები და საქართველოში ამ საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემები. ტრენინგზე, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე ჟურნალისტები ესწრებიან, გაეცნობიან სასამართლოს მონიტორინგის შედეგებს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მედია ანალიტიკოსები მამუკა ანდღულაძე და მატიას ჰუტერი არსებულ მედიაგარემოზე ისაუბრებენ და ჟურნალისტებს მისცემენ პრაქტიკულ რჩევებს ჟურნალისტური საქმიანობის ეფექტურად განხორციელების შესახებ.
წყარო: media.ge