თბილისი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
„საგრანტო კონკურსის II რაუნდში, რომლის მიზანი პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდაა, 64 განაცხადი შემოვიდა.
დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, შემუშავდება დისტანციური სწავლების მეთოდები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხელი შეეწყობა მოსწავლეებში, სტუდენტებსა და ზრდასრულებში კონკრეტული პროფესიების პოპულარიზაციას, დაინერგება კერძო სექტორთან თანამშრომლობის საუკეთესო გამოცდილების მოდელები და გაძლიერდება სამეწარმეო განათლება ფორმალურ და არა-ფორმალურ განათლებაში”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში