en
ge

ნიაზ ქვარაიამ საკუთრების უფლება აღიდგინა

სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტმა, ლელა მოწონელიძემ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე დაასრულა წარმატებით.
„ამჯერად, ლელა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ანაკლიიდან ჩვენს მორიგ ბენეფიციარს, ნიაზ ქვარაიას წარმოადგენდა.
ბატონ ნიაზს 1997 წელს ანაკლიაში მიწის ნაკვეთი გადაეცა, 2006 წელს კი საჯარო რეესტრში კანონის სრული დაცვით დაირეგისტრირა. 2015 წელს, როდესაც მან მიწის ნაკვეთის საზღვრების და ფართობის დაზუსტება გადაწყვიტა და ამისთვის საჯარო რეესტრს მიმართა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ნაკვეთი საჯარო რეესტრს სახელმწიფოს საკუთრებად დაერეგისტრირებინა.
ლელას წარმომადგენლობით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2017 წლის 12 აპრილს ადმინისტრაციული სარჩელი დააკმაყოფილა, მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაცია გააუქმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს რეგიონულ ოფისს ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტებული სახით რეგისტრაცია დაავალა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
თუ თქვენც გაქვთ მსგავსი პრობლემა მიმართეთ ორგანიზაციის ფილიალებს სხვადასხვა ქალაქებში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)