en
ge

ზუგდიდში მოქმედ არასამთავრობოებს პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა

სამეგრელო. 9 თებერვალს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი შეხვდა. მან ახალი ხელისუფლების პირობებში ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობის პერსპექტივასა და კონფლიქტების მიმართ სახელმწიფოს ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა. მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების კუთხით არსებული ვითარების შესახებ მოხსენებით გამოსვლის შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა შეკითხვებსაც უპასუხა. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ზუგდიდის ოფისში გამართული შეხვედრა რეინტეგრაციის მინისტრთან სახელმწიფო საკითხებში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამოქალაქო ინტერესებისთვის" ინიციატივით შედგა.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)