თბილისი. 19 აპრილს, სასტუმრო „რუმსში" მრავალფეროვნების მართვის თემაზე სემინარში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კომპანიებისა და სახელმწიფო უწყებების ადამიანის რესურსების მართვის დეპარტამენტების 25-მა წარმომადგენელმა.
„ღონისძიება ჩატარდა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში, რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG). სემინარს უძღვებოდნენ პარტნიორები-საქართველოს ტრენერ-კონსულტანტები. მონაწილეებს გადაეცათ პარტნიორები-საქართველოს მიერ მომზადებული მრავალფეროვნების მართვის სახელმძღვანელო", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში