თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კვლევის: „შრომის ინსპექტირების მექანიზმების შეფასება და დასაქმებულთა შრომით უფლებების მდგომარეობა საქართველოში" აქვეყნებს დასაქმებულთა ინტერვიუდან ამონარიდებს.
„ზამთრის პერიოდში არის სიცივე. საშინლად ცივა, მართლა, როგორ ცივა იცი? გინდა გარეთ მჯდარხარ, გინდა შიგნით, აზრი არა აქვს. რაღაც პატარა პლიტები და რაღაც, მაგრამ როცა მუშაობ, უკვე ვერც გრძნობ სიცივეს", ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.
წყარო: emc.org.ge