თბილისი. 20 აპრილს, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" ფარგლებში, გაიმართა პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები" და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოება.
„ყველა გამარჯვებულს გადაეცა სიგელი და პრიზი. პედაგოგთა ბლოგების კონკურსის „სამოქალაქო განათლების გზავნილები" და მოსწავლეთა ვიდეოადვოკატირების კონკურსის გამარჯვებულთა საზეიმო დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრნენ - პროგრამის პარტნიორი სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები, ჟიურის წევრები, PH International-ის, USAID-ის, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის და თბილისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში