თბილისი. დედამიწის დღის აღსანიშნავად გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა ლექცია-სემინარი თემაზე - „ფრინველებზე დაკვირვება" (Birdwatching).
„მოსწავლეებმა ბაღის ფრინველების შესახებ საინტერესო და სახალისო ინფორმაცია მიიღეს. ლექციის ბოლოს კი ვაკის პარკში ფრინველებს დააკვირდნენ. აღნიშნული ლექციას არასამთავრობო ორგანიზაციის SABUKO - Society for Nature Conservation წარმომადგენელი დაჩი შოშიტაიშვილი უძღვებოდა. ფრინველებზე დაკვირვება მრავალი ქვეყნის ეკონომიკისათვის დღესაც საკმაოდ შემოსავლიანი საქმიანობაა. Birdwatching-ისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა, როდესაც გადამფრენი ფრინველების მიგრირება იწყება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში