en
ge

„მერმისი“ გამგეობის საქმიანობის მონიტორინგს გეგმავს

სამეგრელო.ახლდაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, დემოკრატიის განვითარების ცენტრის „მერმისის" წარმომადგენლებმა, 11 თებერვალს, დემოკრატიული ჩართულობის ზუგდიდის ოფისში,  ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრეს.
ორგანიზაცია გეგმავს მონიტორინგი გაუწიოს გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს და ტენდერების შედეგად განხორციელებულ ღონისძიებებს. ამ მიზნით „მერმისი" ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას აპირებს.
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, თვითმმართველობის ორგანოების მონიტორინგის გარდა, ისინი ქართულ – აფხაზური ურთიერთობების აღდგენის საკითხში, სახალხო დიპლომატიის გზის გამოყენების პროექტებზეც მუშაობენ.  არასამთავრობო ორგანიზაცია „მერმისი" გასული წლის დეკემბერში დაფუძნდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)