თბილისი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მობილური აპლიკაცია შეიქმნა Android და iOS სისტემის ტელეფონებისთვის.
„აპლიკაცია დაგეხმარებათ მიიღოთ ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი აცრების კალენდრის შესახებ და გაიგოთ მეტი ვაქცინაციაზე. აპლიკაცია შეგახსენებთ ჩასატარებელი აცრების ვადებს და მოგცემთ საშუალებას, სწორად დაგეგმოთ თქვენი შვილის იმუნიზაციის პროცესი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში