en
ge

სამოქალაქო კლუბების კონფერენცია

სამცხე–ჯავახეთი.სამოქალაქო განთლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ქალაქ ბორჯომის N 3 საჯარო სკოლაში  გაიმართა კონფერენცია თემაზე: „დავითიდან თამარამდე".
კონფერენციის ინიციატორები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. კონფერენციაში საჯარო 8 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია, რომლიდანაც სამი საუკეთესო ნამუშევარი გამოვლინდა. გამარჯვებული  სკოლების სამოქალაქო კლუბებს  წიგნიერების დონის ამაღლების მიზნით, სამახსოვროდ  საკითხავი ლიტერეტურა, ხოლო  კონფერენციაში მონაწილეობისათვის ყველა პრეზენტატორს  სერთიფიკატი გადაეცა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა საკლუბო ინიციატივების ხელშეწყობას და პროგრამაში ჩართული სხვადასხვა სამოქალაქო კლუბების ურთიერთგაცნობასა და  დამეგობრებას.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)