თბილისი. „არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები აცხადებენ განცხადებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ რელიგიური კონფესიებისგან სასულიერო პირების პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მცდელობის თაობაზე.
„მიგვაჩნია, რომ ამ ინფორმაციის შეგროვება, მისი დამუშავების მიზნით, უკანონოა და არღვევს საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ” მოთხოვნებს. სააგენტომ რელიგიურ გაერთიანებებს ასევე მოსთხოვა მათი საკულტო ნაგებობების სრული სიის გადაცემაც. როგორც წერილშია მითითებული, აღნიშნული ინფორმაცია ემსახურება „რელიგიური რუკის" პროექტის განხორციელებას", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gdi.ge