25 აპრილს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს თანამშრომლებმა პარლამენტის მონიტორინგის პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროების წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩაატარეს.
„ტრენინგი ბიუროების მიერ არჩეულ თემატიკასთან დაკავშირებით ჩატარდა, რომლებიც შეეხებოდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს, საპარლამენტო კონტროლსა და ბიუროების საქმიანობის შეფასების ასპექტებს, რომელსაც „საერთაშრისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის ფარგლებში აფასებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში