თბილისი. „კავკასიური სახლისა" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის" ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია: „შერიგების პოლიტიკა ახალი გამოწვევების ფონზე.”
„კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მიმართ არსებული მიდგომების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გამოკვეთა. კონფერენციაზე ასევე მოხდა ორი ანალიტიკური კვლევის წარდგენა: სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციაზე საერთაშორისო მხარდაჭერის გავლენის აღქმა: ხედვა თბილისიდან; შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ: თბილისი გზაგასაყარზე," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში