თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში მოიცავს 2012 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდს, რომლის განმავლობაშიც მონიტორინგი ხორციელდებოდა თუ რამდენად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა მოსამართლეთა დანიშვნა, მივლინება, დისციპლინური სამართალწარმოება და საბჭოს საქმიანობა. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროცესები არ იყო სათანადოდ გამჭირვალე და გარკვეული ინფორმაციები არ იყო ხელმისაწვდომი, რამაც კვლევის პროცესი გაართულა.
წყარო: transparency.ge