სამცხე-ჯავახეთი. PITA ახალქალაქის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, აუტიზმთან დაკავშირებით სადისკუსიო შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანი იყო თემის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების გაზრდა. „ღონისძიება დაიგეგმა ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის, მხარდაჭერის პროგრამა PITA-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ახალციხესა და ახალქალაქში, საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატ მესხთა კავშირი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში