თბილისი. 2 მაისს, კლუბ „ლოლიტა"-ს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა „მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო".
„21 მაისამდე კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარადგინონ ნამუშევრები შემდეგ ოთხ კატეგორიაში: ესე, ფოტო, პოსტერი და გრაფიტის ესკიზი. თითოეული ნამუშევარი უნდა ასახავდეს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანს. მონაწილეებს შეუძლიათ, წარადგინონ რამდენიმე ნამუშევარი სხვადასხვა მიზნებზე.
გამარჯვებულების გამოცხადება შედგება 2017 წლის ოქტომბერში, მდგრადი განვითარების მიზნების საერთაშორისო ფორუმზე. თითოეული გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარიან სასაჩუქრე ბარათს. 20 საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი და 10 საუკეთესო ესე განთავსდება კონკურსების ორგანიზატორთა სოციალურ მედიაში. გრაფიტის საუკეთესო ესკიზის ავტორს შესაძლებლობა ექნება, გადაიტანოს თავისი ნამუშევარი სპეციალურად გამოყოფილ კედელზე თბილისში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: idfi.ge