თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის შეფასებას.
„მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი რედაქციის ნორმების უმეტესობა ტექნიკურად თუ შინაარსობრივად გადაიხედა, შეიძლება ითქვას, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას მაინც პრეზიდენტის არჩევის წესისა და მისი უფლებამოსილებების შემცირება წარმოადგენდა, რაც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან მმართველობის საპარლამენტო მოდელის დახვეწის მოტივით მართლდებოდა. რაც შეეხება ზოგადად პოლიტიკური ხელისუფლებისა და მმართველობის მოდელთან დაკავშირებულ საკითხებს, შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებებით კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს პლურალისტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და უფრო მეტად მორგებულია არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ინტერესებსა და ძალაუფლების კონსოლიდაციაზე, მათ შორის, განსაკუთრებით ხაზგასასმელია საარჩევნო სისტემის ის მოდელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მანდატების სამართლიან განაწილებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge