იმერეთი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შექმნილი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გაიმართა.
„გენდერული თანასწორობის საბჭო ხარაგაულის საკრებულოში ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა და მასში ხარაგაულში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო სპექტრის წარმომადგენლები შედიან. საბჭოს საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება. ტრენინგი საინფორმაციო ხასიათის იყო და იგი პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში