თბილისი. 2 მაისს, ჩატარდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებების კვლევა.
„დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები და მათი ქართულენოვანი თანატოლები არ სარგებლობენ ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობით. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015-2016 სასწავლო წლის დასაწყისისათვის 12.441 მოსწავლემ მიატოვა სწავლა. განსაკუთრებით მაღალია სწავლის მიტოვების მაჩვენებელი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში. ხშირია სწავლის მიტოვება მუშაობის დაწყების მიზეზით. მაღალი კლასების მოსწავლე გოგონები სწავლას თავს ანებებენ გათხოვების შემდეგ. კვლევებით დასტურდება, რომ სკოლის მიტოვების პრობლემა შეიძლება თაობებზე ვრცელდებოდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
კვლევაზე დაყრდნობით შემუშავდა პოლიტიკის დოკუმენტები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე ბავშვთა უფლებების დაცვის გაძლიერებისათვის.
წყარო: www.osgf.ge