თბილისი. 5 მაისს, ფონდი ტასოს ოფისში გაიმართა შეხვედრა პროექტის „მოწყვლად, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, მათი საარსებო წყაროების თანადაფინანსებისა და სოციალური გააქტიურების ხელშეწყობის გზით" სათემო მუშაკებთან.
„პროექტის მიზნებია: დევნილთა განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება აქცენტით ქალთა მხარდაჭერაზე და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან 6-წლიანი თანამშრომლობით მიღწეული შედეგების შენარჩუნება და შემდგომი განვითარება, მათ შორის - კონფლიქტებით დაზარალებულთა და დევნილთა სათემო ფონდების შესაძლებლობების გამოყენება იძულებით გადაადგილებულთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა ლიდერობის საქმეში", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში