თბილისი. ევროკავშირმა საქართველოს უწყებებს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის ვალდებულებათა შესრულებაში დასახმარებლად 83 მილიონი ლარი გამოუყო.
„ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2024 წლამდე გასტანს, ევროკავშირი საქართველოს საჯარო უწყებებს გამოუყოფს 83 მილიონ ლარს (32 მილიონი ევრო), რათა დაეხმაროს მათ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ნიშნულებისა და რეადმისიის შესახებ შეთანხმების შესრულებაში, აგრეთვე ხელი შეუწყოს ქართული ბენეფიციარი უწყებების ევროკავშირის სპეციალურად შერჩეულ პროგრამებში მონაწილეობას", ნათქვამია ევროკავშირის ვებ-გვერდზე საქართელოში.
წყარო: eeas.europa.eu