სამეგრელო. ასოციაცია „ათინათის" პროექტის „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" ფარგლებში მოწვეულმა ფოტოგრაფმა ასლან ივანოვმა ორდღიანი ტრენინგი ჩაატარა.
„ახალგაზრდებმა ისწავლეს ფოტოების სწორად გადაღება და ასევე ვიდეოების დამონტაჟება. აღნიშნული ტრენინგის საფუძველზე ჩატარდა ფოტო კონკურსი სახელწოდებით „ქალთა სახეები", რომელშიც კლუბის წევრები იღებდნენ მონაწილეობას. საუკეთესო ფოტოს ავტორი პროექტისგან ფოტოაპარატით დასაჩუქრდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში