თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „მაღაროებსა და შახტებში დასაქმებულთა შრომის პირობები".
„მძიმე მრეწველობაში დასაქმებულების სამუშაო პირობები განსაკუთრებულად მძიმეა, რამდენადაც შრომა მომეტებული ტექნიკური საფრთხის ობიექტებზე ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკებს უკავშირდება.
წიაღისეულის მომპოვებელ და გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და სამუშაო გარემოზე დაკვირვების მიზნით EMC შეისწავლა: ინფრასტრუქტურისა და მანქანა-დანადგარების მდგომარეობა, ასევე შესაბამისი სპეცტანსაცმლითა და სამუშაო იარაღებით აღჭურვის საკითხი და დასაქმების ადგილებზე პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: emc.org.ge