თბილისი. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან პარასკევს განვითარებული მოვლენები, რომლებიც პრეზიდენტის გამოსვლას უკავშირდებოდა, საქართველოს უმსხვილესმა ტელეკომპანიებმა ფართოდ გააშუქეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ ყურადღება გაშუქების ასპექტებზე გაამახვილა და 12 თებერვალს ამ საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზოგიერთი ტელეკომანიის მიერ მომზადებული სიჟეტები მიკერძოებული იყო.
"ძველმა ჩვევებმა ტელემაუწყებლებსაც შეახსენა თავი, რაც საბოლოო ჯამში პოლიტიკურად მიკერძოებულ გაშუქებაში გამოიხატა."მეცხრე არხმა" და "იმედმა" უკვე დამონტაჟებულ სიუჟეტებში დაპირისპირება "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, "რუსთავი 2"-მა კი "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ გააშუქა. "მაესტრომ" და "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" მაყურებელს მეტნაკლებად დაბალანსებული რეპორტაჟები შესთავაზეს", ნათქვამია ინფორმაციაში.
წყარო: transparency.ge