თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის", შშმ ბავშვთა მშობლები და სხვა ხელმომწერი პირები/ორგანიზაციები ეხმიანებიან თბილისის მერიის მიერ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის" ქვეპროგრამაში შესატანი ცვლილებების პროექტს.
„პროექტი გულისხმობს ქვეპროგრამით გათვალისწინებული არსებული მომსახურების შეკვეცას, რაც გამოიხატება კომპლექსური თერაპიის სეანსების შემცირებაში და რაც სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს აუტიზმის მქონე ბავშვთა უფლების რეალიზებას ჯანმრთელობის უმაღლეს შესაძლო სტანდარტზე, პროგრამის ზოგად ეფექტურობასა და პოზიტიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობას", ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციები მოუწოდებენ მერიას უარი თქვას უკვე შემუშავებულ ცვლილებებზე და ითანამშრომლოს შშმ ბავშვთა მშობლებთან.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com