en
ge

ინკლუზიური განათლების ტრენინგები პედაგოგებისთვის

აჭარა. ინკლუზიური განათლების შესახებ პედაგოგებს ტრენინგები უტარდებათ. 
„ისინი თეორიულ საკითხებს, ასევე პრაქტიკულ მასალას ეცნობიან. ვიდეო მასალის, მაგალითებისა და პედაგოგიური სიტუაციების ანალიზის საფუძველზე მსმენელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის იდენტიფიცირებას და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებას შეძლებს. პროგრამის სრულად გავლის შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი. ტრენინგების ციკლი ასოციაცია „ღირსეული სიბერის" ოფისში რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ტრენინგზე განსახილველი მთავარი საკითხებია: ინკლუზიური განათლების არსი; ინკლუზიური სწავლების მოდელები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების ისტორია; ტერმინების - შშმ და სსსმ განმარტება. ტრენინგი „დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ამოქმედება აჭარაში" პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში. 
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)