en
ge

ინიციატივა რეგიონებში საგანმანათლებლო სფეროს სტიმულირებისათვის

„ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი", ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნულ იმპერატივთან" თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია ახორციელებს საქართველოს რეგიონებში კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის ხელშეწყობისა და განვითარების პროგრამას, რომელის ფარგლებში არა ერთი ინიციატივა განახორციელა. 
ფონდი, ასევე ჩართულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმში", რომლის ფარგლებში რეგიონებში რიგით მეორე მუდმივმოქმედ ბიბლიოთეკას გახსნის. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის აღნიშვნასაც (ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილე). ამ ფაქტორის გათვალისწინებით სოფელ ახალხიზაში (გორის მუნიციპალიტეტი) კულტურის სახლის შენობაში გაიხსნა ილია ჭავჭავაძის სახელობის სოფელ ახალხიზის ბიბლიოთეკა. 
ბიბლიოთეკისათვის ფართის გამოყოფა უზრუნველჰყო გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ახალგახსნილი ბიბლიოთეკა მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის შემადგენლობაში იქნება. იგი სოფელ ახალხიზის გარდა, მის მიმდებარე დასახლებებსაც მოემსახურება. ბიბლიოთეკა ფონდის მიერ პირველ ეტაპზე საბაზისო წიგნადი ფონდითა და კომპიუტერით აღიჭურვება. 
ახალგახსნილი ბიბლიოთეკის წახალისებისა და სტიმულირებისათვის, ბიბლიოთეკაში ფართო პროფილის ლიტერატურის უზრუნველჰყოფისათვის, „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი" მიმართავს საზოგადოებრივ და საგამომცემლო ორგანიზაციებს, გამოიჩინონ კეთილი ნება და ახალხიზის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გასამდიდრებლად შეწირულობის სახით შეუგროვონ და გადასცენ მათთვის ხელმისაწვდომი ლიტერატურა, წიგნები თუ პერიოდული გამოცემები.
სრულად...
წყარო: ფონდის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)