თბილისი. „საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" (GRASS) გამართა პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდა ბოშების პრობლემებისა და გამოწვევების" პრეზენტაცია.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ის პრობლემა თუ გამოწვევა, რომლებიც კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა. პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია და წარდგენილი რეკომენდაციების განხილვა.
ღონისძიების მხარდამჭერია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი(ODIHR)", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში