თბილისი. 19 მაისს. ომბუდსმენმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შშმ ბავშის სავარაუდო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა. განმცხადებლის ინტერესებს სასამართლოში ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმოადგენს.
„სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა ირიბი დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხსა და გონივრული მისადაგების პრინციპზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.ombudsman.ge