აჭარა. ევროპის დღეები საქართველოს რეგიონებშიც აღინიშნება. ევროპის დღეებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროც შეურთდა.
„ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის პროფესორებმა საჯარო ლექცია „ევროპის გაერთიანების იდეა და ევროკავშირის თანამედროვე გამოწვევები” წაიკითხეს. ღონისძიების ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპეისტიკის, სლავისტიკის და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტებმა ევროპის ქვეყნების შესახებ საინფორმაციო კუთხეები მოაწყვეს”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ცენტრის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში