თბილისი. 2008 წელს ორთაჭალის ციხის დემონტაჟის შემდგომ, იქ დაცული არქივის ბედი გაურკვეველი იყო.
„როგორც გაირკვა, 2008 წელს ორთაჭალის ციხის დანგრევის შემდგომ, ციხის არქივი, ყველანაირი წესის დაცვის გარეშე, გადაიტანეს გლდანის №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში. შემდგომში, IDFI-მ თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, დაეშვათ IDFI-ის თანამშრომლები №8 საპყრობილის ადმინისტრაციული შენობის სარდაფში, ციხის არქივის სანახავად. IDFI-ს პირველად მიეცა უფლება, ენახა სად და რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ორთაჭალის ციხის არქივი.
არქივის მონახულებისას IDFI-ის თანამშრომლებმა საგანგაშო მდგომარეობა დააფიქსირეს. ... საქმეების დიდი ნაწილი უბრალოდ ძირს ეყარა და განადგურების პირას იყო მისული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს არქივის გადასარჩენად თანამშრომლობა შესთავაზა. „დაიგეგმა საარქივო დოკუმენტების რეაბილიტაცია, შესაბამის შესანახ პირობებში გადატანა, არქივის განახლება და მისი კატალოგიზაცია-გაციფრულება".
წყარო: idfi.ge