ქვემო ქართლი. 29 მაისს, რუსთავში, პროექტში ჩართულმა არასრულწლოვნებმა, საქართველოს კარიტასის მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარების ჩართულობით, ეკოაქცია აქცია მოაწყეს.
„ბავშვებმა დაასუფთავეს დღის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, იმსჯელეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და ჩაერთვნენ სახალისო სავარჯიშოებში. აქტივობის მიზანია არასრულწლოვნებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის განვითარებისა და გარემოს დაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: www.cida.ge