სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს გაეროს ასოციაციის ორგანიზებით, დემოკრატ მესხთა კავშირში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა.
„ტრენინგის მიზანს, ახალგაზრდებისათვის ფასილიტაციის ინსტრუმენტებისა და ტრენინგის დაგეგმვის ტექნიკების გაცნობა, ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარებისთვის საჭირო ცოდნის შეძენა და გუნდში კონფლიქტის მართვის საჭირო ბაზისური უნარების განვითარება წარმოადგენდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში