გურია. 6 ივნისს გაიმართა ახალგაზრდული ცენტრების მორიგი საანგარიშო შეხვედრა, რომლის მიზანიც იყო განხორციელებული საქმიანობის ურთიერთგაზიარება. შეხვედრას ესწრებოდნენ ჯუმათის, კოხნარის, ბაილეთის და ხევის ახალგაზრდული ცენტრები და ასევე თხინვალის სათემო კავშირის წარმომადგენელი. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო ახალგაზრდული ცენტრების მიერ განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაციებს, ხოლო მეორე ნახევარში ისაუბრეს ახალგაზრდული ცენტრების წინაშე მდგარი პრობლემებისა და პერსპექტივების შესახებ. საუბარი შეეხო ცენტრების სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებსაც.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.