შიდა ქართლი. ცენტრმა „აფხაზეთმა", გორის ოფისში, პროექტის – „შემოსავლების გენერირებისა და ბიზნესის მხარდაჭერის ინიციატივის" პროექტის შესაძლო ბენეფიციარებს ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მარკეტინგისა და ბიზნესის საფუძვლები, ბიზნეს გეგმის შედგენა, სესხის ეფექტური მართვა და სხვა. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა მათ მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეები დაამუშავეს და ბიზნეს გეგმები შეიმუშავეს, რომელთა საფუძველზე მათთვის სესხის დამტკიცება მოხდება.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში