მაკლეინის ასოციაციამ თელავისა და ხაშურის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მშობლებს შესთავაზა სტრატეგიული დაგეგმარებისა და განვითარების ახალი ტრენინგ მოდული.
„ტრენინგ მოდული დაეხმარება მშობლებს, მოახდინონ თემში არსებული გამოწვევებისა და პრიორიტეტების იდენტიფიცირება და პრობლემების მოგვარებაზე მორგებული სტრატეგიის შემუშავება. MAC იმედოვნებს, რომ გაიზრდება რეგიონში მცხოვრები იმ მშობლების რაოდენობა, რომელნიც აღჭურვილნი იქნებიან სათანადო ცოდნითა და უნარებით, მოახდინონ პოზიტიური ცვლილებები საკუთარი და თემის საჭიროებებზე საპასუხოდ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში